კონფერენციის მასალები და პუბლიკაციები

სტატიების აბსტრაქტები დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.

კონფერენციის კრებულის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე.
დაბეჭდილ კრებულს შეგიძლიათ მიაკითხოთ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში (ადმინისტრაციულ კორპუსში).
შეგახსენებთ, რომ თითო მოხსენებაზე გაიცემა თითო კრებული.

სტატიის პუბლიკაცია:

შესაძლებელია, შეირჩეს საუკეთესო საკონფერენციო სტატიები და დაიბეჭდოს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში Economia Agro-Alimentare / Food Economy”,  რომელიც შექმნის სპეციალურ ნომერს საკონფერენციო მასალებზე დაყრდნობით.

სტატიების ატვირთვის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 მარტი, სტატიების ასატვირთად გადადით ბმულზე (გთხოვთ, მიუთითოთ სპეციალური გამოშვება “JORDI2018”).
აქ შეგიძლიათ იხილოთ სტატიის მომზადების ინსტრუქცია.

აბსტრაქტის გაფორმების ინსტრუქცია

მკითხველთათვის აბსტრაქტი არის ინფორმაციის წყარო სტატიის შინაარსისა და ჩატარებული კვლევის შესახებ. აბსტრაქტი განაპირობებს მკითხველთა ინტერესს სტატიისადმი და  იძლევა შესაძლებლობას, სამომავლოდ დააინტერესოს ისინი სტატიის სრული ტექსტით.

აბსტრაქტის გაფორმების წესი:
  • აბსტრაქტი უნდა იყოს შესრულებული ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
  • უნდა იყოს ინფორმაციული (ზოგადი იდეებისა და განცხადებების გარეშე);
  • უნდა შეიცავდეს სათანადოდ გამოყენებულ ტერმინოლოგიას;
  • უნდა იყოს სპეციფიკური (გადმოსცემდეს სტატიის ძირითად შინაარსს);
  • უნდა იყოს სწორად სტრუქტურირებული (კვლევის შედეგების შესაბამისად).

 

აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს:
  • სტატიის მიზანს, საგანსა და ობიექტს (უნდა იყოს მითითებული, თუ არაა ნათელი სათაურიდან);
  • ჩატარებული კვლევის მეთოდს ან მეთოდოლოგიას (მოიაზრება, რომ თუ მეთოდები და მეთოდოლოგია არის ახალი, აღწერილი იქნება წყაროს მითითებით);
  • კვლევის შედეგი;
  • კვლევის შედეგების გამოყენების არეალი;
  • დასკვნა.

 

აბსტრაქტის ფორმატი: Pdf A5

ზომები – 148×210 მმ

ორიენტაცია – სიმაღლე

მინდვრები: მარცხენა 20 მმ; მარჯვენა 20 მმ; ზედა 20 მმ; ქვედა 25 მმ.

დაშორება ხაზებს შორის – 1.5

თითოეული აბზაცის პირველი ხაზის გამოყოფა – 7 მმ

სათაური (ფონტის ზომა 12)

ავტორები წოდების მითითებით (ფონტის ზომა 10)

ძირითადი ტექსტი (ფონტის ზომა 11)

მაქსიმუმ 5 საკვანძო სიტყვა (ფონტის ზომა 11)